Jump to content
Planeta.Ge

კალაძე კანცელარიასთან მიმდინარე სამუშაობზე: ხდება სივრცის გალამაზება, ამაში ცუდი არაფერია


თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციისგან შევიდა მერიაში წერილი, მაგრამ ჯერ თანხმობა არ გაუციათ.

„მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო წერილი მერიაში პირველი კლასის მშენებლობაზე. ეს არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხით იქნება დაბრუნებული. როგორც გითხარით, საუბარი არის სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული და მას შემდეგ უკვე მოხდება სამუშაოების დაწყება.

თანხმობა ჯერ არ გაგვიცია, მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება მსჯელობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან და გადაწყვეტილება მიღებული, “- თქვა მან.

კახა კალაძე ამბობს, რომ ყოველთვის ხდება მანიპულაცია ამგვარი თემებით.

„მახსოვს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პარლამენტის წინ არსებული სივრცის მოწესრიგება და კეთილმოწყობა, მაშინაც იგივე განცხადებები კეთდებოდა, სამწუხაროდ. საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს, ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება, გალამაზება, ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს რაღაცას დაუკავშირონ, “- თქვა მან.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ კანცელარიის წინ სკვერის მოწყობა იგეგმება.

  პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...