ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გამოძიება დაიწყო
თბილისში ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სავარაუდოდ, შეიარაღებული დაპირისპრების საქმეზე, რომელშიც ახალგაზრდები მონაწილეობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთი მანქანა ეჯახება მეორე მანქანას, ირგვლივ რამდენიმე ახალგაზრდაა შეკრებილი. ისმის გინების ხმა, ასევე, სავარაუდოდ გასროლის ხმაც.
შსს-ში მედიასთან ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.