Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ხვალ დაგეგმილი ღონისძიება აპოლიტიკურია


პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხვალინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებთან აპოლიტიკურია და რაიმე მოძრაობის დაფუძნებას არ ისახავს მიზნად.

„ხვალ, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას, “- ნათქვამია განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...