Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა


ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენი უკრაინული ყირიმის ოკუპაციით, სწორედ ყირიმში უკრაინული და ყირიმულ თათრული თავისუფლების, ყირიმელი მუსლიმების წინააღმდეგ რეპრესიებით დაიწყო რუსეთის მცდელობა, მონობაში ჩააყენოს უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ერები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ახლა ყირიმში რუსული დროშის ქვეშ ბოროტება ბატონობს - „მიმდინარეობს დამცირებები, რეპრესიები, მკვლელობები და ომი“.

„მაგრამ იქ, სადაც ბოროტების გზა დაიწყო, დარწმუნებული ვარ სწორედ იქ გველის ამ ბოროტებაზე გამარჯვება. ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც. დარწმუნებული ვარ ამაში. მსოფლიოში წესრიგისთვის, რომელიც გაეროს კონვენციებსა და ქარტიას ეყრდნობა, და არა მკვლელების, მოძალადეების, მძარცველების კრიმინალურ ჩვევებს, რომელთა გავრცელებასაც რუსეთი ცდილობს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...