პრეზიდენტი მოსამართლეებზე: საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, ეს იქნება სრული გამოძიება თუ სხვა
ზურაბიშვილის თქმით, ის შიშობს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი და ამ ყოველივემ გავლენა არ მოახსინოს სტატუსის მიღებაზე.
„ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ოთხ პირს ეხება და ამ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს თვით ელჩი, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი.
საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის.
ჩვენმა საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა არ გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა. ამიტომ სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას, ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას, ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება და სხვა არაფერს.
ვწუხვარ, რომ ქვეყანა, ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული ქვეყნების სიაში, ეს მაშინ, როცა საქართველო თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაა ელოდება – კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ვშიშობ, აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი.
ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების, ჩვენზეა, ყველაზე ქვეყნის იმიჯის გამოსწორება, თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები – ეს იქნება სრული გამოძიება თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა, ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და მის მიმართ ნდობას.
ქვეყანა ნამდვილად ამას არ იმსახურებდა და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში.
მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ, რა მოხდა და რატომ და რა არის გამოსასწორებელი. და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
სანქცირებულ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.
„ეს არის შესაძლებლობა, მოხდეს დემონსტრირება, რომ მთავრობა ერთგულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს ევროპულ მომავალს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება იმ ფონზე, როცა საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესშია.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.