Jump to content
Planeta.Ge

კელი დეგნანი - პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, რა ტიპის წესებს შემოიღებს, აშშ ძლიერი და დამოუკიდებელი მედიის აქტიური დამცველია


პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ რა ტიპის წესებს შემოიღებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის დროებით შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ ძლიერი და დამოუკიდებელი მედიის აქტიური დამცველია.

„აშშ ასევე ძლიერი მხარდამჭერია პროფესიონალური და ეთიკური მედიის. სწორედ ეს ბალანსი იძლევა საშუალებას, რომ მოსახლეობამ მიიღოს მნიშვნელოვანი და სანდო ინფორმაცია. პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, რა ტიპის წესებს შემოიღებს. როგორც ვიცი, ჩვენ საკანონმდებლო ორგანოშიც არსებობს აკრედიტაციის მოთხოვნა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, როგორ განხორციელდება ეს წესი და განხორციელდება თუ არა სამართლიანად და მიუკერძოებლად“, – განაცხადა ელჩმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...