კელი დეგნანი - არ არსებობს მიზეზი, რატომ მოისურვებს აშშ საქართველოს ხიფათში ჩაგდებას, სამწუხაროა, რომ ვისმენთ სრულიად მცდარ შეთქმულების თეორიას
არ არსებობს მიზეზი, რატომ მოისურვებს აშშ საქართველოს ხიფათში ჩაგდებას, სამწუხაროა, რომ ვისმენთ სრულიად მცდარ შეთქმულების თეორიას და ზოგჯერ ეს ისმის მმართველი პარტიის წევრებისგან, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მეორე ფრონტის საკითხს რაც შეეხება, როგორც მანამდე არაერთხელ მითქვამს, ეს 100 პროცენტით სიცრუეა, აბსოლუტური ტყუილია. არ არსებობს მიზეზი, რატომ მოისურვებს აშშ საქართველოს ხიფათში ჩაგდებას. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, დაგეხმაროთ, გააძლიეროთ შესაძლებლობა, დაიცვათ საზღვრები თქვენი უსაფრთხოების გაძლიერებაში, თავდაცვის სამინისტროსთან, სანაპირო დაცვასთან, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად მუშაობით. რატომ ჩავაგდებთ საქართველოს რისკის ქვეშ. ძალიან მგრძნობიარე ვართ იმ საკითხში, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია ისეთი აგრესორის მიერ, როგორიც რუსეთია. ჩვენ აბსოლუტურად არასდროს ჩავაყანებთ საქართველოს ასეთ პოზიციაში. ეს ადრეც ბევრჯერ მითქვამს. სამწუხაროა, რომ ვისმენთ სრულიად მცდარ შეთქმულების თეორიას და ზოგჯერ ეს ისმის მმართველი პარტიის წევრებისგან. ძალიან სამწუხაროა. ეს ასი პროცენტით სიცრუეა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.