ზელენსკი საუბრობს პოლონეთის პოტენციალზე უხელმძღვანელოს "თვითმფრინავთა კოალიციას"
უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით შეიქმნას დასავლეთის ძალების კოალიცია, რომელიც კიევს მიაწვდის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს. ზელენსკის თქმით, მისი ძალები კვლავაც აკონტროლებენ აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტს, თუმცა ქალაქის დატოვება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ამით უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე გადარჩება.
ვარშავაში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ 5 აპრილს ისაუბრა პოლონეთის როლზე დასავლეთის ქვეყნების დარწმუნებაში უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდების პროცესში და განაცხადა, რომ შესაძლებელია ანალოგიური "თვითმფრინავების კოალიციის" ფორმირებაც.
პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა გამოვიდა პირობით, რომ უკრაინას მიაწვდის კიდევ მეტ MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს.
ვაშინგტონსა და უკრაინის დამხმარე დასავლეთის სხვა ქვეყნებს შორის ჯერჯერობით შეთანხმება არ არის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზე.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.