„შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტს და ოპერატორს პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერდათ − ლაფერაშვილი
„ფორმულას“ პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერეს.
როგორც პარლამენტის აპარატის გადაწყვეტილებაში წერია, ჟურნალისტი არ დაემორჩილა მოთხოვნას − „პარლამენტის თანამშრომლის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ”.
1 აპრილს გასული სიუჟეტი პროპაგანდისტული ტელევიზიის, POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს ეხებოდა.
პარლამენტის აპარატმა 5 მარტს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილსაც შეუჩერა აკრედიტაცია. მისთვის აკრედიტაციის გაუქმება 2 მარტს პარლამენტში გამართულ აქციაში მონაწილეობას უკავშირდება.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.