კახაბერ ქემოკლიძე - დღითი დღე, მოსკოვისა და ოცნების გზავნილები, ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთის პათოსს
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს პოსტით ეხმაურება და აცხადებს, რომ დღითი დღე მოსკოვისა და ოცნების გზავნილები ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთის პათოსს.
როგორც კახაბერ ქემოკლიძე აღნიშნავს, მოსამართლეების დასანქცირება, დამატებით “ჟანგბადს” მიაწვდის სასამრთლო სისტემაში დარჩენილ კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რომელთაც ოცნება დღითიდღე “გუდავდა”.
"ბოლო ამბებზე ბლიც ანალიზი 6 პუნქტით:
როგორც კახაბერ ქემოკლიძე აღნიშნავს, მოსამართლეების დასანქცირება, დამატებით “ჟანგბადს” მიაწვდის სასამრთლო სისტემაში დარჩენილ კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რომელთაც ოცნება დღითიდღე “გუდავდა”.
"ბოლო ამბებზე ბლიც ანალიზი 6 პუნქტით:
1. ოცნების მოსამართლეების დასანქცირება მძიმე ამბავია. ქვეყნისთვის მოკლე ვადიანში “ცუდი”, მაგრამ საშუალო და გრძელვადიანში კარგი. ეს ფაქტი დამატებით “ჟანგბადს” მიაწვდის სასამრთლო სისტემაში დარჩენილ კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რომელთაც ოცნება დღითიდღე “გუდავდა”. ეს ფაქტი სისტემას გააჯანმრთელებს და საბოლოო ჯამში ოცნების (ასევე ენმ-ის ხელისუფლების დროს) დათესილ სენს საბოლოოდ დაამარცხებს ან უმკურნალებს…
2. კობახიძე (ანუ ბ-ნი ივანიშვილი) ისევ ჩანაწერებით იმუქრება, მაგრამ მას ავიწყდება, რომ თუკი ვინმეს ჩანაწერების უნდა ეშინოდეს ეს თავად ოცნებაა, რადგან ელჩი დეგნანის მიერ განცხადებაში გაჟღერებული “ღამის საუბრები” შემთხვევითი არ ყოფილა. ინსტიქტი მკარნახობს, რომ თუკი ვინმე “პანდორას ყუთის” გახსნას მოინდომებს ბევრად საინტერესო ვიდეო-აუდიო კართოტეკა ეჭვი მაქვს ვერც ოფიც. თბილისს, ვერთ მათ დღევანდელ მოკავშირეს ოფიც. მოსკოვს ვერ იქნება, რადგან გაცილებით მძლავრი “საკომუნიკაციო დაზვერვის” (ე.წ. Signal Intelligence) ინფრასტრუქტურა ამერიკელების და მათი სხვა ძლიერი მოკავშირეევის ხელშია. ოცნებამ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი ვაშინგტონმა უკრაინაში შეჭრის უკიდურესად გასაიდუმლებული ინფორმაცია წინმსწრებად იცოდა (პრეზ. პუტინის უახლოეს ანტურაჟში ჩანერგილი ინფორმატორის მეშვეობით), მაშინ რა გარანტია აქვს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დღევანდელი კავშირების (შუამავლებით, უშუალო კომუნიკაციით თუ სხვა საშუალებებით) დამადასტურებელი ვიდეო-აუდიო ფაქტები არ არსებობს?!…
3. დღითი დღე მოსკოვისა და ოცნების გზავნილები ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთის პათოსს. იმ ქვეყანაში სადაც ორი “საელჩო” აქვს გახსნილი შენს უშუალო მტერს, სადაც სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული შენს, მაგრამ მათ მიერ დროებით ოკუპ. ტერიტორიებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებს გიჭერენ, აწამებენ, გიკლავენ, ცხედრებს გიმალავენ, მავთულხლართებით სოციალურ კავშირებს გიხერგავენ, სახელმწიფოდ არ გაღიარებენ და ამ დროს შენ (ოცნება) მაინც მათ ცრუ ნარატივზე ჯდები სხვა რაა თუ არა შენივე სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების ღ ა ლ ა ტ ი!?
4. ტერმინები “სატანისტები”, “ანტიქრისტე”, “უკრაინიზაცია”, “მეორე ფრონტი”, “კოლექტიური დასავლეთი”, “ომის პარტიები”, “გლობალური ომის პარტია”, “სუვერენული დემოკრატია”, “ცალ ფეხზე დგომა”, “შიდა საქმეებში ჩარევა” და ა.შ. რუსული არაყია, ოცნების ახალ ბოთლში ჩამოსხმული… რაც დრო გადის ოცნება (ანუ ივანიშვილი) რუსეთის გარდა სხვა მანევრის რესურს დღითიდღე იმცირებს. ეს კი ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირების პრაქტიკულ რისკს…ამისგან გადაზღვევა ოცნების ყოფილი და მოქმედი ამომრჩევლის გონიერება, მათი რეალური სახის დროულად ამოცნობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება იქნება…
5. ოცნების მიერ შალვა რამიშვილის, ენმ-ის და ოცნების დროის ყველაზე ოდიოზური მოსამართლეების დაცვა ბუნებრივი ინსტიქტია! პარტია მათ ფიგურალურად არ იცავს, ის საკუთარ თავს იცავს, რადგან ოცნება თავად შეეზარდა მანკიერებას და ეს უკანასკნელი გახდა მისი დნმ-ის ნაწილი.
6. და ბოლოს - საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზეა, ასეთზე ვიყავით 90-ში მხოლოდ. ახლა დგას მომენტი, რომ ან გავალთ სამშვიდობოს ან ჩავრჩებით სამხრეთ კავკასიაში (აქაც კი მაჩანჩალად). იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და სავარაუდოდ უკრაინისთვის და მოლდოვასთვის გახსნილი “გაწევრიანების მოლაპარაკებების” მატარებელს ჩვენც “შევახტეთ”. თუ ეს უკანასკნელი ვერ გავაკართეთ დიდია რისკი იმის, რომ კანდიდატის სტატუტით მაინც ჩავრჩეთ სამხრეთ კავკასიურ ჭაობში. მგონია, რომ ოცნებას და რუსეთს დღეს ეს უნდა. მათი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ჩვენდა სამწუხაროდ დაემთხვა. ამიტომ ჯერი გონიერ საქართველოს მოქალაქეებზე…", - წერს კახაბერ ქემოკლიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.