გურამ მაჭარაშვილი - მოსამართლეთა დასანქცირება უსაფუძვლოა! - აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა
აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა - არ შეიცვლება „ხალხის ძალის“ პოლიტიკა, არსებობს გარკვეული ინფორმაციები და საზოგადოება ეტაპობრივად უფრო მეტს გაიგებს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
ამავე კონტექსტში მაჭარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ პოლიტიკა გამართლებულია, რაზეც აშშ-სთან მიმართებაში აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის ისრაელის, ნატოს წევრი თურქეთისა და ნატო-სა და ევროკავშირის წევრი უნგრეთისა და ხორვატიის განცხადებები მეტყველებს. მაჭარაშვილის თქმით, „ქართული საზოგადოება სუვერენული ქვეყნის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას ყოველთვის დაიცავს და უსამართლობას არავინ არავის აპატიებს“.
მაჭარაშვილი აშშ-ს მიერ მოსამართლეთა დასანქცირებას „უსაფუძვლოს“ უწოდებს.
„მინდა საზოგადოებას „ხალხის ძალის“ განცხადებები შევახსენო, როცა ვამბობდით, რომ აშშ-ს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან იყო და არის მცდელობა, რომ ქართული მართლმსაჯულება აკონტროლოს. ამის მაგალითი აშშ-ს საელჩოში მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება და პასუხის მოთხოვნა იყო, თუ რატომ მიიღო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილება. მაშინ აშშ-ს ელჩმა ძალიან გულწრფელად თქვა, რომ ამაში ფული აქვთ გადახდილი და ვინც ფული გადაიხადა შეუძლია მოსამართლე დაიბაროს და საქმეები მოკითხოს, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს ქართულმა საზოგადოებამ არ გაიზიარა და როგორც ჩანს, ამაზე გაბრაზდნენ. ეს ნარატივი გაგრძელდა იმითაც, რომ უარყვეს თავისივე - აშშ-ს ინსტიტუტების და ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები ქართულ მართლმსაჯულებაზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ 2012 წლის შემდგომ 20-30 პუნქტით არის დაწინაურებული. მოსამართლეთა დასანქცირება უსაფუძვლოა! პირდაპირ ამბობენ, რომ მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ - რაც არ არსებობს, როგორ უნდა წარმოადგინონ?! როდესაც პარტნიორულ ურთიერთობებში პარტნიორისგან გულწრფელ ურთიერთობას ითხოვ და პარტნიორს სანქციების ენით, ომში ჩართვის ენით ელაპარაკები, ბუნებრივია, ეს პარტნიორულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუწყობს.
„ხალხის ძალის“ პოლიტიკა გაგრძელდება, რათა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს, რა უსამართლო პოლიტიკასაც აშშ არამხოლოდ საქართველოს მიმართ ატარებს - „ხალხის ძალის“ განცხადებების ძალიან ნათელი დადასტურებაა, რაც ისრაელის ხელისუფლებამ თავისსავე პარტნიორ აშშ-ს უთხრა, რომ ისრაელის სუვერენულ უფლებებში ნუ ჩაერევა, თუ როგორ ჩაატაროს მართლმსაჯულების რეფორმა. ასევე უთხრა აშშ-ს ნატოს წევრმა თურქეთმა, როცა ამერიკის საელჩოს პირდაპირ კარი დაუხურა. ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებს დიდი სახელმწიფოები ადასტურებენ, რომელიც აშშ-სთან ურთიერთობენ! აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა. პირდაპირ ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ის ადამიანები არ ინიშნებიან, ვისზეც ჩვენ ვამბობთ, არ ნიშნავთ მოსამართლეებს ვისზეც ჩვენ გეუბნებით, ხოლო მოსამართლეები ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც აშშ-ს საელჩოს არ მოსწონს. ამიტომ დასანქცირდნენ მოსამართლეები! ამ გზავნილით ისინი საქართველოს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და შემდგარ ქვეყანას ვერ ხედავენ. ადრე ფორმალურად მაინც ამბობდნენ, რომ ქართულ სახელმწიფო სუვერენულია და მას პატივს სცემენ - ახლა სიტყვა „სუვერენიტეტსაც“ აღარ ამბობენ. ამბობენ, რომ დემოკრატია ჩვენ ვართ და რასაც ჩვენ ვიტყვით, სიმართლე ის არის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.