Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - როდესაც ბრძოლა მოითხოვს არტილერიას, მისი მიწოდება უნდა მოხდეს, როდესაც გამარჯვება ითხოვს ტანკებს, ფრონტის ხაზზე მათი გრუხუნის ხმა უნდა ისმოდეს


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთს მოუწოდა, გამოიჩინოს ლიდერობა საჰაერო კოალიციაში და უკრაინას თანამედროვე F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაში დაეხმაროს.

„როდესაც ბრძოლა მოითხოვს არტილერიას, მისი მიწოდება უნდა მოხდეს. როდესაც გამარჯვება ითხოვს ტანკებს, ფრონტის ხაზზე მათი გრუხუნის ხმა უნდა ისმოდეს. როცა დამოუკიდებლობა ჰაერს მოითხოვს, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, როგორი რეაგირება ექნება რუსეთი ჩვენს თვითმფრინავებზე, არ უნდა იფიქრო, რომელი ნომერი გამოიყურება უფრო უსაფრთხო ასო F-ის გვერდით, 16 თუ სხვა. ღირს მოქმედება! იმოქმედეთ ისე, როგორც თქვენმა ხელმძღვანელობამ სატანკო კოალიციაში გამოიჩინა თავი. მჯერა, ის საავიაციო კოალიციაშიც გამოიჩენს თავს“, - განაცხადა ზელენსკიმ პოლონეთში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, პოლონეთმა უკრაინას „მიგ-29“ ტიპი რამდენიმე გამანადგურებელი უკვე გადასცა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...