Jump to content
Planeta.Ge

რა ქონებას ფლობს მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს რამდენიმე მოსამართლე დაასანქცირა. როგორც სახელმწიფო მდივანი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო. სანქცირებულებს შორის მოხვდნენ მოსამართლეები: მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მოსამართლე, ლევან მურუსიძე, რომელიც აშშ-მ დაასაქცირა.

ლევენა მურუსიძემ ქონებარივი დეკლარაცია 2022 წლის 26 ივნისს შეავსო. ის ფლობს 100,03 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2009 წელს 40 000 დოლარად შეიძინა, ასევე 5 000 დოლარად ნაყიდ ავტოფარეხს. ის ფლობს 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელშიც 2017 წელს 10 500 დოლარი აქვს გადახდილი. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომანქანა "მერსედეს ბენცი", რომელიც 2020 წელს 102 420 ლარად შეიძინა.

 
 
 
-0:14
 
 
 

საანგარიშო პერიოდში, ლევან მურუსიძეს "თიბისი ბანკის" სახელფასოზე ერიცხებოდა 1 621 ლარი, ხელფასიდან დანაზოგმა კი 6 000 დოლარი შეადგინა.

2021 წელს 12 თვის განმავლობაში ლევან მურუსიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე აიღო 72 681 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძეს ჰქონდა 2 სესხი, რომლის ოდენობაც დეკლარაციაში აღნიშნული არ არის, თუმცა ცნობულია გასავალი, ერთი სესხის შემთხვევაში გასავალმა შეადგინა 10 000 დოლარი, მეორე სესხის შემთხვევაში კი 2 2287,44 დოლარი.

bpn.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...