Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია აშშ-ის მიერ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებაზე - ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა


ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!- ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება.

„ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!“, - წერს გახარიამ „ტვიტერზე“.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...