Jump to content
Planeta.Ge

რიში: დღევანდელი სანქცირებები ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისაღები


აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას ეხმაურება. აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი, ჯიმ რიში, Twitter-ზე წერის, რომ დღევანდელი სანქცირებები ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისაღები.

„სწორედ ის დროა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა დაიწყოს. დღევანდელი სანქცირებები ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისაღები. გავაგრძელებ ქართველი ხალხის სურვილების მხარდაჭერას, განაგრძონ სვლა უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავლისკენ.” – წერს რიში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. 



პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...