მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარია
მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
მედიას ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განუცხადა.
"ზნამენკას 19-ში, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა ხანძარი. ინტენსიური წვა შეინიშნება მესამე სართულის ფანჯრიდან". – ამბობენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ხანძარს სირთულის ხუთი დონიდან მეორე აქვს მინიჭებული. როგორც უწყებაში ამბობენ, სართულზე, სადაც ცეცხლია, არის სქელი კვამლი და მაღალი ტემპერატურა.
ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრებიც, რომლებშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობიდან გამომავალი კვამლი ჩანს.

tabula
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.