Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე - პასუხისმგებლობების პერსონალიზების ნათელი მაგალითი, ხელის სხვისკენ გაშვერა აღარ მუშაობს


პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეების დასანქცირებას პოსტით ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის პასუხისმგებლობების პერსონალიზების ნათელი მაგალითი.

"ხელის სხვისკენ გაშვერა აღარ მუშაობს. ყველას ინდივიდუალურად მოუწევს პასუხისგება ქვეყნის და მისი მომავლის მტრობისთვის. ამიტომ, პოლიტიკური მენეჯმენტიდან დაწყებული, შუა რგოლით და რიგითებით დამთავრებული კარგად დაფიქრდით, სანამ უკანონობას ჩაიდენთ ან უკანონო დავალებას შეასრულებთ. მესიჯია ყველასთვის! საკმაოდ მძიმე მესიჯი. ახლა უბრალოდ უნდა ველოდოთ როგორ აიყვანს ტყვედ სასამართლოს გავლენის ჯგუფი ოცნებას.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...