Jump to content
Planeta.Ge

შოტლანდიის პოლიციამ ფინანსური თაღლითობის ბრალდებით, ქვეყნის ყოფილი პირველი მინისტრის, ნიკოლა სტერჯენის მეუღლე დააკავა


შოტლანდიის პოლიციამ ფინანსური თაღლითობის ბრალდებით, შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრის ნიკოლა სტერჯენის მეუღლე პიტერ მურელი ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავა.

„ბრალდებული დაკავებულია და მას დეტექტივები კითხავენ“, – განაცხადეს შოტლანდიის პოლიციაში.

„ბიბისის“ ინფორმაციით, შოტლანდიის პოლიცია იძიებს, თუ სად გაქრა დამოუკიდებლობის მხარდამჭერი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის მიერ 2017 წელს შეგროვებული 600 000 ფუნტზე მეტი.

პეტერ მურელი, რომელიც შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას ორი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, გასულ თვეს გადადგა. მიზეზად კი, საზოგადოების პარტიის წევრების რაოდენობის შემცირების შესახებ შეცდომაში შეყვანა დაასახელა.

მურელის მეუღლემ შოტლანდიის აწ უკვე ყოფილმა პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა, გასულ თვეში 8-წლიანი მმართველობის შემდეგ შოტლანდიის ნახევრად ავტონომიური მთავრობა დატოვა და მიზეზად დაასახელა ის, რომ ზედმეტად განხეთქილების მომტანი გახდა ერის დამოუკიდებლობისთვის.

შოტლანდიის ნაციონალური პარტია(SNP) მხარს უჭერს შოტლანდიის დამოუკიდებლობას, გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფას და შოტლანდიის ევროკავშირში გაწევრიანებას.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...