იენს სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს იმ პარტნიორი ქვეყნების, მათ Შორის საქართველოს მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან
ნატო გააგრძელებს იმ პარტნიორი ქვეყნების, მათ Შორის საქართველოს მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ივლისის თვეში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე ისაუბრეს.
„ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტ პუტინს აღარ შეეძლება ევროპის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა. შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერასაც, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, პეკინისა და მოსკოვის ურთიერთობის გაღრმავება ახლა განსაკუთრებით საყურადღებოა: „ჩინეთი უარს ამბობს, რომ დაგმოს რუსეთის აგრესია, ეს კი, რუსულ პროპაგანდას ეხმიანება. როდესაც პეკინი და მოსკოვი საერთაშორისო დღის წესრიგის წინააღმდეგ მიდიან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ერთად დგომა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
1ტვ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.