დუდა - პოლონეთს ნატოსგან უკრაინისთვის უსაფრთხოების მეტი გარანტია სურს
პოლონეთი მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მიიღოს ნატოს სამიტზე, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ივლისში გაიმართება, თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 5 აპრილს.
"ჩვენ ვცდილობთ ნატოს მომავალ სამიტზე, ვილნიუსში, უკრაინისთვის მოვიპოვოთ... უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის სამხედრო პოტენციალს", - თქვა დუდამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.