“გასკდა გული, ამდენი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან”
ჩემი უმცროსი ძმა, ომის დაწყებიდან ერთად ვიყავით, ირპენი, გოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში, ერთად მოვიწამლეთ ზარინით, ერთად ჰოსპიტალში . პროფესიონალი მებრძოლი და მედიკი.
ძალიან დიდი დანაკარგია ჩემთვის და ჩვენი მებრძოლი მეგობრებისთვის .
გასკდა გული ამდენი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან. დათო ქუჩუკიანი. დიდება შენ ძმაო. დიდება გმირებს. _ წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე და და უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპული 32 წლის დავით ქუჩუკიანის ფოტოებს აქვეყნებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.