რუსთავის მერი უარს აცხადებს შიდა აუდიტორული ანგარიშების გასაჯაროებაზე
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge, მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის თვითმმართველობებისგან. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვს საჯარო უწყებებისგან, მათი შიდა აუდიტის სამსახურების, 2022 წლის, ანგარიშების/დასკვნების და რეკომენდაციების გაცნობას.
მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის მომზადების შემდეგ, რუსთავის მერიამ საკითხზე საპასუხო წერილი გამოაგზავნა. საჯარო უწყება, უარს აცხადებს შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად მომზადებული ანგარიშების გასაჯაროებაზე.
ორგანიზაციას ადმინისტრაციული საჩივრების მომზადებაში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქვემო ქართლის ოფისი დაეხმარა.
,,შიდა აუდიტორი ვალდებულია: დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშები“, – ვკითხულობთ რუსთავის მერიის საპასუხო წერილში.
QvemoQartli.ge საკითხზე სამართლებრივ დავას გეგმავს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა გადახდილი გადასახადებით წარმოებულ ნებისმიერ პროცესზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს, საზოგადოებას სრული უფლება აქვს ფლობდეს ინფორმაციას.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი
http://qvemoqartli.ge/wp-content/uploads/01-3823093408_page-0001.jpg
QvemoQartli.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.