Jump to content
Planeta.Ge

ომის ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში სულ მცირე 50 უფლებადამცველი და ჟურნალისტი დაიღუპა


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის განმავლობაში, სულ მცირე 50 უფლებადამცველი, ჟურნალისტი და ჰუმანიტარული მისიების მოხალისე დაიღუპა. ასეთი რიცხვია მოტანილი საერთაშორისო პროექტ Front Line Defenders-ის ანგარიშში.

პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთს, ომის დასაწყისიდანვე, მიზანში ჰყავდა ამოღებული უკრაინელი უფლებადამცველები, რომლებიც უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მოპოვებით იყვნენ დაკავებული. ეს ფაქტობრივი მასალა აუცილებელია მომავალი სასამართლო პროცესებისთვის.

პროექტის თანახმად, 2022 წელს უკრაინა მეორე ადგილზე აღმოჩნდა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტებს შორის მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამ მხრივ იგი ჩამორჩება მხოლოდ კოლუმბიას, სადაც ანალოგიურ პერიოდში 186 ჟურნალისტი და უფლებადამცველი დაიღუპა.

მანამდე უკრაინულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია "ზმინამ" გამოთვალა, რომ რუსეთმა ასევე გაიტაცა ან უკანონოდ დააკავა მინიმუმ 386 უფლებადამცველი, ჟურნალისტი და მოხალისე.

Front Line Defenders-ის ინფორმაციით, 2022 წელს 26 ქვეყანაში 401 უფლებადამცველი და ჟურნალისტი დაიღუპა. მათი თითქმის ნახევარი იცავდა გარემოს და მკვიდრი მოსახლეობის უფლებებს. დაღუპულთა 17% მდედრობითი სქესისაა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...