ფინეთის პრეზიდენტი - ბევრი ისტორიული მომენტი გვინახავს, მაგრამ დღევანდელი დღე ყველაზე ისტორიულია - რუსებმა სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია
რუსებმა, გარკვეულწილად, სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია , - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მახსოვს, რომ ფინეთის გაწევრიანებას ჯერ კიდევ 2021 წელს განვიხილავდით, მას შემდეგ კიდევ ლამის 10-ჯერ გვისაუბრია.
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ფინეთისთვის. ვხედავ, რომ ნატოსთვისაც მნიშვნელოვანია. უსაფრთხოება და სტაბილურობა - ამ ელემენტებს ჩვენ ძალიან ძლიერად ვგრძნობთ. გვსურს, რომ ხალხი უსაფრთხო გარემოში ცხოვრობდეს, რათა ბედნიერი ცხოვრება შეძლონ, ფინელები კი უკვე ბედნიერები არიან.
მსურს ამ პროცესში მალე 32 ვიყოთ, თქვენთან შვედეთთან ერთად. მსურს, რომ ამ თავდაცვით ალიანსში ჩვენი წვლილი სტაბილურობა და უსაფრთხოება შევიტანოთ…
ბევრი ისტორიული მომენტი გვინახავს, მაგრამ დღევანდელი დღე ყველაზე ისტორიულია ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც…
არ გვსურს სხვები გვკარნახობდნენ რა უნდა ან არ უნდა გავაკეთოთ. რუსებმა, გარკვეულწილად, სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია”, - განაცხადა ნიინისტომ.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.