ფინეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა
ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ გაწევრიანების ოფიციალური პროცესი ცოტა ხნის წინ დაასრულა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის“.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის გაცხადებული მიზანი ჰქონდა - “მიეღო ნაკლები ნატო მის საზღვრებთან, მაგრამ ის ზუსტად საპირისპიროს იღებს“.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.