Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - დეჟავუ მქონდა, „wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა


დეჟავუ მქონდა, „wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ადამიანები პოლიტიკაში არაფორმალურად არ უნდა მონაწილეობდნენ.

„ძალიან უცნაური ეთერი ჰქონდა ბატონ კეზერაშვილს, ბოლომდე ვერ ვუყურე, კვარაცხელიას თამაში იყო, მაგრამ რასაც ვუყურე, კითხვები უფრო მეტი გააჩინა, ვიდრე რამეს უპასუხა. ზოგადად, ვერავის აუკრძალავ პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს ფორმალური და ეს ეხება ბიძინა ივანიშვილსაც და კეზერაშვილსაც. ცოტა დეჟავუ მქონდა, "wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, ანუ მინდა ვიყო ბიძინა ივანიშვილი, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. არ ვიცი, რას ემსახურებოდა მისი ეს ინტერვიუ, მაგრამ მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას ბიძინობა უნდა, როგორც ჩანს,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...