Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება სრულად ჩვენი მოქალაქეების დამსახურება და არავისი სხვისი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო


პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ ცალსახად თქვა თავის შუალედურ დასკვნაში, რომ „დეოლიგარქიზაციას“ სჭირდება სისტემური მიდგომა და არა ის მიდგომა, რომელიც დღევანდელ პროექტშია ასახული.


მისივე თქმით, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოს ძირეული რეფორმაა.

 
 
"ამიტომ კიდევ ერთხელ, თუნდაც ერთობლივად, მაგრამ გავატაროთ რეალური სისტემური რეფორმები, რათა მივაღწიოთ „დეოლიგარქიზაციას“.
ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია სასამართლოს ძირეული რეფორმა, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წევრების დანიშვნა, უნდა განხორციელდეს რეალური ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელიც იქნება არა ფორმალური, ან თავის დროზე კორუფციისთვის გაგდებულ პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებული, არამედ - რეალურად დამოუკიდებელი და საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვილი. ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ , თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება სრულად ჩვენი მოქალაქეების დამსახურება და არავისი სხვისი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.", - განაცხადა პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ დაუშვილმა.

დაუშვილი ასევე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას და საავადმყოფოს თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.


 
"ასევე მინდა გამოვეხმაური „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ირგვლივ შექმნის სიტუაციას - ჩვენ რადქმაუნდა მხარდაჭერას ვუხცადებთ, საავადმყოფოს თანამშრომლებს, რადგან ამ ადამიანების მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ აქვთ აბსოლუტურად სწორი მოთხოვნები. მე ერთი რაღაც მინდა გაგახსენოთ, ეს საქმე შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ძალიან დიდ ნიშნებს, რადგან „ქეისი“, რომელიც ვითარდება „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ირგვლივ, როგორც ჩანს, გუშინ არ დაწყებულა - ზუსტად მსგავსი გარიგება არსებობდა ჯერ კიდევ 2015 წელს, როცა ბატონი ღარიბაშვილი იყო ასევე პრემიერ - მინისტრი და როგორც ჩანს, იმ ძველი გარიგების გახსენებასთან გვაქვს საქმე, ამიტომ მოგიწოდებთ არ დაარღვიოთ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ თანამშრომელთა უფლებები.", - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა. 
 
 
 
 
 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...