Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - პარლამენტში შესულია ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების პეტიცია, 6000 ადამიანის ხელმოწერით და მხარდაჭერის მოთხოვნით, დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის კი, შეზღუდულადაა ხელმისაწვდომი ინსულინის ინექცია აფთიაქებში


სანამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კვლავ აგრძელებს ეკონომიკური ზრდით და სიღარიბის ფსევდო შემცირებით თავმოწონებას, მისი გამოსვლის პარალელურად, მისივე კაბინეტთან მიმდინარეობს აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვთა მშობლებისა და ახლობლების აქცია, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა,  პარლამენტში შესულია ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების პეტიცია, 6000 ადამიანის ხელმოწერით და მხარდაჭერის მოთხოვნით, დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის კი, შეზღუდულადაა ხელმისაწვდომი ინსულინის ინექცია აფთიაქებში.

 
"მიუხედავად ახალგაზრდების კლიშეების მიწებებისა, პოლიტიკური ანგარიშსწორებებისა, თავისუფალი აზრის დევნის და შევიწროვებისა - ვერ გადაფარავთ მოქალაქეების რეალურ გამოწვევებს, - განაცხადა ლილუაშვლა და დასძინა, რომ მის მიერ დასახელებული პრობლემების გადასაჭრელად ბიუჯეტში ფული საკმარისადაა.

ლილუაშვილის თქმით, 2023 წლის 2 თვეში ბიუჯეტში დამატებით 166 მლნ. ლარი შემოვიდა. შესაბამისად, ფინანსური რესურსი არსებობს,  საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება -  ეს რესურსი მიემართოს ჩვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად და არა საარჩევნო - პარტიული საჭიროებებისთვის.’
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...