Jump to content
Planeta.Ge

ალექსანდრე მოწერელია - არავის აღარ სჯერა მმართველი გუნდის ნაამბობის იმის შესახებ, რომ ჩვენ ევროპა ომში გვითრევს


31 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა და მოუწოდა მმართველ გუნდს, რომ აღასრულოს ხალხის ნება - ის, რისთვისაც ამდენი მსვერპლი გაიღო ჩვენმა ერმა, -  ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, არავის აღარ სჯერა მმართველი გუნდის ნაამბობის იმის შესახებ, რომ ჩვენ ევროპა ომში გვითრევს.

"უთუ თქვენ ამის გჯერათ? ნუთუ დღეს პარლამენტში უნდა იყოს წყენები იმის თაობაზე, თუ ვინ დაუჭირა მხარი პრორუსულ კანონს, კანონს რომელიც იყო ანტი-ქართული, ჩვენ ხომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე გვეუბნება ამას და გავიხსენოთ ისიც, რომ ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა მიესალმა ამ კანონის მიღებას და აღშფოთდა, როდესაც ეს კანონი იქნა გაწვეული საქართველოს პარლამენტიდან. ამიტომ ნუ იქნება პიროვნული წყენები, როდესაც ამ საკითხის შეფასებებს ვაკეთებთ", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...