Jump to content
Planeta.Ge

რამდენმა პენსიონერმა მიმართა მარეგულირებელს ლიბერთი ბანკთან შუამდგომლობის და დახმარების თხოვნით


საპენსიო სესხებთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების შემდგომ მარეგულირებელს ლიბერთი ბანკთან შუამდგომლობის და დახმარების თხოვნით 244-მა პირმა მიმართა.

ეს, ,,მოქალაქეების" წევრის, დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის საპარლამენტო კითხვაზე პასუხია, რომელმაც სებ-ს მიმართა შემდეგ საკითხებზე:

საპენსიო სესხებთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების შემდგომ, რამდენმა პენსიონერმა მიმართა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა დაცვის სამსახურს, სს ლიბერთი ბანკთან შუამდგომლობისა და დახმარების თხოვნით, საპენსიო სესხის ან/და ოვერდრაფტის ხელშეკრულების გადახედვის და ცვლილების კუთხით.

 

"2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული საპენსიო სესხის/კრედიტის ან/და ე.წ. „ოვერდრაფტის“ საკრედიტო პროდუქტებთან დაკავშირებით მომართა 244 (ორასორმოცდაოთხი) მომხმარებელმა, საიდანაც 197 (ასოთხმოცდაჩვიდმეტი) მომართვა ეხებოდა უშუალოდ საპენსიო სესხს/კრედიტს, ხოლო, 47 (ორმოცდაშვიდი) მომართვა უკავშირდებოდა ე.წ. „ოვერდრაფტს“.

დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომართვების/განცხადებების შინაარსი განსხვავებულია და მოიცავს როგორც საკრედიტო პროდუქტების შესაბამისი ხელშეკრულებების პირობებთან, ასევე, გადახდის გრაფიკთან დაკავშირებულ შეკითხვებს/პრეტენზიებს და სხვა სახის საკითხებს. ამასთან, საპროცენტო განაკვეთის შესახებ უკმაყოფილება დააფიქსირა 18 (თვრამეტი) მომხმარებელმა. ამასთან, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ მომართვებთან/განცხადებებთან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში" - წერია მარეგულირებლის პასუხში.

უნდა აღინიშნოს, რომ კითხვასა და სებ-ის პასუხში არ ჩანს მიმართვიანობის სტატისტიკა კანონის ცვლილებამდე.

 

 
tamar-mukbaniani-1600691867.jpg
ავტორი:
თამარ მუკბანიანი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...