ირაკლი კობახიძე - ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა
მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა. თვითონ კეზერაშვილიც არის დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კეზერაშვილმა ფული ბიზნესის რეკეტით, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების გაძარცვით იშოვა.
„კეზერაშვილის ბუნება იქიდანაც ჩანს, რომ მან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩია ლევან ხაბეიშვილი. მას სხვანაირ ადამიანებთან არ შეუძლია ურთიერთობა, სხვანაირი ადამიანების მართვა მას არ შეუძლია, მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა. თვითონ კეზერაშვილიც არის დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანი. არ არის ეს სასაცილო, ნამდვილად ასეა.
სამარცხვინოა ამ კაცის განცხადებები. ყველამ იცის რა მასშტაბის კორუმპირებული კაცია კეზერაშვილი. მან ფული იშოვა რის ხარჯზე? ბიზნესის რეკეტი, მთავარი დანაშაული და რამდენად სისტემური იყო ბიზნესის რეკეტი ეს ყველას ახსოვს. ის ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო და მერე გააგრძელა არაფორმალური ოპოზიციიდან ბიზნესის ძარცვა, გაძარცვა ქართული ჯარი და ამჟამადაც ის ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ანუ სამი მიმართულებით შოულობდა ფულს ის და სამივე არის ერთმანეთზე სამარცხვინო და ასეთ დროს ეს კაცი, რომ საუბრობს რაღაცებზე, ამაზე კომენტარიც კი არ არის საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.