მდინარე ენგურის ეგრეთწოდებულ გამშვებ ხიდზე აფხაზეთისკენ მიმავალი მანქანიდან ,,მებაჟეებმა“ ტუიას, ნაძვის და კალისტემონის ნერგები ამოიღეს
მდინარე ენგურის ეგრეთწოდებულ საკონტროლო გამშვებ - პუნქტზე აფხაზმა ,,მებაჟეებმა" სამეგრელოდან აფხაზეთის მიმართულებით მიმავალი ავტომობილიდან ,,მცენარეთა კარანტინს დაქვემდებარებული" 68 ერთეული ტუიას, ნაძვისა და კალისტემონის ნერგი ამოიღეს.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური სააგენტოები ავრცელებენ.
მათი ცნობით, საუბარია ,,შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რაზეც მასალები საბაჟო კომიტეტის მოკვლევისა და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა".
სოხუმმა ქართული მცენარეული პროდუქციის ,,იმპორტზე" დროებითი შეზღუდვა 2018 წელს, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფაროსანას გავრცელების პრევენციის მიზნით დააწესა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.