მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დააკავეს
სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. კომიტეტის ცნობით, აფეთქება უკრაინის სპეცსამახურების მიერ იყო დაგეგმილი.
ამასთან, „ბიბისის“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაში კიევის მონაწილეობა უარყო და მას „შიდა ტერორიზმის აქტი“ უწოდა.
სანკტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა.
1ტვ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.