UNICEF - უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა.
UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის, ქეთრინ რასელის განცხადებით, ეს მხოლოდ გაეროს მიერ შემოწმებული ოდენობაა და „რეალური რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მაღალია“.
ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 467 ბავშვი მოკლეს, ხოლო 944-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
interpressnews
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.