ზაზა თავაძე - ჩინჩალაძე-მურუსიძისთვის ცალსახად მიუღებელი და შეუთავსებელია ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილი, თითზე ჩამოსათვლელი დამოუკიდებელი მოსამართლეები
ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატისთვის რომ ცალსახად მიუღებელი და შეუთავსებელია ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილი, თითზე ჩამოსათვლელი დამოუკიდებელი მოსამართლეები, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მომხდარი ფაქტი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი ზაზა თავაძე წერს.
მისი თქმით, ცნობილი გახდა, რომ პარტია "საქართველოსთვის" გუნდის პოლიტპატიმრების - აკაკი ბართაიას, გელა აბულაძისა და ნოდარ ავდალიანის სისხლის სამართლის საქმეების გამხილველი მოსამართლე დავით მგელიაშვილი, რომელიც უკვე სამივე საქმეზე არსებითად იხილავდა საქმეებს, ჩამოაშორეს ზემოაღნიშნული ყველა პოლიტიკური საქმის განხილვას.
"არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძე ცდილობს სრულად დაიმორჩილოს ყველა მოქმედი მოსამართლე, ზუსტად ისე, როგორც ისინი თავად ემორჩილებიან ცნობილ ოლიგარქს და უსიტყვოდ ასრულებენ ნებისმიერ მის დაკვეთას იქნება ეს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები, თუ პოლიტიკური კორუფციით გაჟღენთილი სამოქალაქო დავები.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.