Jump to content
Planeta.Ge

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიაზე ზეწოლა არ აძლიერებს დემოკრატიას – ნაუსედა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგებში სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან.

როგორც პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიტანას ნაუსედამ განაცხადა, მათ განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია, ასევე, ქვეყნის ევროინტეგრაცია და გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

გიტანას ნაუსედას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე. თუმცა, მისი თქმით, ამისთავის ქვეყანამ უნდა გაატაროს საჭირო რეფორმები.

„გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა, ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ეს არის ხელშესახები რეფორმები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. გვწამს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა დემოკრატიას არ აძლიერებს.

„შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე, აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და გაძლიერდეს პროევროპული მისწრაფებები.

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიაზე ზეწოლა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და მოქალაქეობის მედეგობას აძლიერებს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...