Jump to content
Planeta.Ge

კახა კალაძე - ისეთ ადამიანებს, როგორიც ქალბატონი ვიოლაა, საქართველოს განვითარებისა და წინსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ - ე.წ. ჩვენი მეგობრები, პოლარიზაციას, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ხელს თავად უწყობენ


ეს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა. ე.წ. ჩვენი მეგობრები, პოლარიზაციას, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ხელს თავად უწყობენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ისეთ ადამიანებს, როგორიც ვიოლა ფონ კრამონია, საქართველოს განვითარებისა და წინსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ.

„ეს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა. 12 პუნქტიან გეგმაში პირველი რაც წერია, ეს არის დეპოლარიზაცია. ერთი მხრივ, ამისკენ მოგვიწოდებენ და მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ე.წ. ჩვენი მეგობრები, პოლარიზაციას, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ხელს უწყობენ.

რბილად რომ ვთქვათ, ეს ძალიან დიდი უპატივცემულობაა. ვფიქრობ, ქართველი ხალხი კარგად ხედავს არსებულ ვითარებას.

ისეთ ადამიანებს, როგორიც ქალბატონი ვიოლაა, საქართველოს განვითარებისა და წინსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ. ამ ადამიანებს თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...