მიხეილ დაუშვილი - საინტერესოა, რას ემსახურებოდა დავით კეზერაშვილის ინტერვიუ, რადგან უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე საზოგადოებამ რაიმეზე პასუხი გაიგო
სერიოზულად მეკითხებით, დავით კეზერაშვილი გვაფინანსებს თუ არა?! - სისულელეა! ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა.
მისივე თქმით, საინტერესოა, რას ემსახურებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინტერვიუ, რადგან კითხვა უფრო მეტი გაჩნდა, ვიდრე საზოგადოებამ რაიმეზე პასუხი გაიგო.
„პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. მიუღებელია ჩრდილიდან გაურკვეველი წარმომავლობის ფულით პროცესების მართვა და კეთება. ამას უნდა ვებრძოლოთ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში - ორივე მხარეს მიუღებელია. ვინც პოლიტიკაში ღიად ჩაერთვება, ეს ყველას უფლებაა. პროცესების არაფორმალურად მართვა ყველა მხარეს - როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხარეს მიუღებელია“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.