ბექა ლილუაშვილი - მივმართავთ მთავრობას, ბიუჯეტში შემოსული დამატებითი ფინანსური რესურსით გაორმაგდეს ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ფინანსური ლიმიტები
პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი, მთავრობას მიმართავს, გაორმაგდეს ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ლიმიტები.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული გამოწვევის პირობებში ხელისუფლებამ უწყვეტად უნდა გააგრძელოს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მხარდაჭერა.
"დღეისთვის ონკოპაციენტების და მათი ოჯახის მდგომარეობა, მნიშვნელოვნად დამძიმდა. ეს გამოიწვია საჭირო წამლებზე ფასების 4-ჯერ ზრდამ და მათი მკურნალობის სქემით გათალისწინებული პრეპარატების შეზღუდულმა რაოდენობამ. რაც თავის მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მათთვის 25 000 ლარიან ლიმიტთანაა დაკავშირებული. ეს ზღვარი, არასაკმარისია. დანაკლისი პრეპარატების და პროცედურების ტარიფები მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება ამ ადამიანების ოჯახებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, შექმნილია საქართველოს მოქალაქეთა პეტიციაც, რომელიც მიზნათ ისახავს, დაწესებული ლიმიტის არსებითად ზრდას.
პარტია საქართველოსთვის, მხარს უჭერს მოქალაქეების პეტიციას. ჩვენ უკვე წერილობით მივმართეთ მთავრობას, რომ:
1 - გაზარდოს დაწესებული ლიმიტი, ამასთან მოხდეს მუნიციპალური - რეფერალური მიზნობრივი პროგრამების ხელმისაწვდომობის ზრდა ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდით.
2 - განახორციელოს პროდუქტების საერთაშორისო ტენდერით მწარმოებლისგან შესყიდვა. შესაბამისი კონკურენციისა და ხარისხის კონტროლის დაცვით.
3 - აამოქმედოს ჯიემპი სტანდარტის ლაბორატორია, ყველა იმპორტირებული, თუ ადგილზე წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლისთვის.
- ონკოპაციენტების საჭიროებებთან ერთად, უდიდეს გამოწვევად რჩება დიაბეტით დაავადებული ბავშვების ამბულატორიული მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტების და საანალიზო-ტექნიკური საშუალებების ხელმისაწვდომობა, როგორც ფინანსური, ისე გეოგრაფიული კუთხით.
- აქაც, თითოეული პაციენტისთვის, ვაუჩერული სისტემა მოქმედებს, მხოლოდ 2000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში, რაც არ არის საკმარისი. შეზღუდულია სადიაგნოსტიკო საშუალებები და მშობლებს უწევთ ჯიბიდან გადახდები, რაც დიდი ფინანსური ტვირთია.
- პრობლემა მწვავედ დგას რაიონებსა და სოფლებში, საიდანაც სერვისის მისაღებად ბავშვებს უწევთ დიდ ქალაქებში ტრანსპორტირება;
- ამ პრობლემების გადასაჭრელად ბიუჯეტში ფული საკმარისადაა. 2023 წლის ბიუჯეტი 5% - იან ეკ. ზრდაზე დაიგეგმა, რეალური ზრდა დაგეგმილზე მაღალია და ინფლაციის ჯერ ისევ მაღალი მაჩვენებლის გამო, ბიუჯეტის მთლიანმა სალდომ, 166 მლნ. ლარი შეადგინა.
- შესაბამისად, არსებობს ფინ. რესურსი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ეს რესურსი მიმართოს ჩვენი მოქალაქეების, ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშევების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად!", - აღნიშნავს ლილუაშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.