Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს ეწვევა


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლონეთს ეწვევა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

„ოთხშაბათს, 5 აპრილს, ველოდებით უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს პოლონეთში“, - განაცხადა პრჟიდაჩმა.

მისი თქმით, ზელენსკი პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიწვევით ჩადის. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზელენსკი პოლონელებთან და პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებთან შეხვედრას გეგმავს.


იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...