ჩეხეთის საგარეო მინისტრი - გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება სჭირდება - ორგანოს, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მშვიდობას, თავმჯდომარეობს სახელმწიფო, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას
ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, საჭიროა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება.
„ვეთანხმები ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება სჭირდება. ამის უახლესი მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ ორგანოს, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მშვიდობას, თავმჯდომარეობს სახელმწიფო, რომელიც არღვევს გაერო-ს წესდებას და საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას“, - დაწერა იან ლიპავსკიმ „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთმა თავმჯდომარეობა გადაიბარა. საბჭოს 15 წევრიდან თითოეული თავმჯდომარეობას ერთი თვით, მონაცვლეობით იკავებს. რუსეთი ბოლოს თავმჯდომარე ქვეყანა 2022 წლის თებერვალში იყო. 24 თებერვალს მან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.