Jump to content
Planeta.Ge

გერმანიის ვიცე-კანცლერი უკრაინაში ჩავიდა


გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი დღეს დილით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.

რობერტ ჰაბეკის განცხადებით, კიევში დაგეგმილი პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული.

რობერტ ჰაბეკს, რომელიც გერმანიის ეკონომიკის მინისტრიცაა, კიევში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიც ახლავს, მათ შორის გერმანიის მრეწველობის ფედერაციის პრეზიდენტი ზიგფრიდ რუსვურმი.

რუსვურმის განცხადებით, ვიზიტი არის „სიგნალი უკრაინელებისთვის“, რომ გერმანიის ბიზნეს სექტორი მათ გვერდით დგას.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...