უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ყირიმის დეოკუპაციის 12 ნაბიჯი წარადგინა
უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ყირიმის დეოკუპაციის 12 ნაბიჯი წარადგინა. დოკუმენტი რუსეთის მეირ ანექსირებული ნახევარკუნძულის უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნებას ითვალისწინებს.
პროგრამა მოიცავს ყირიმის ხიდის სრულ დემონტაჟს, იმ რუსი მოქალაქეების გასახლებას, რომლებიც ყირიმში 2014 წლის შემდეგ ჩავიდნენ, სევასტოპოლისთვის სახელის გადარქმევას.
დანილოვის თქმით, სევასტოპოლისთვის სახელის შეცვლა აუცილებელია, რადგანაც „ის გარკვეულ როლს თამაშობს რუსულ იდეოლოგიაში და რუსეთის მიერ ისტორიის გადაწერის პროცესში“.
დანილოვი წერს, რომ ყირიმის დეოკუპაციის პროგრამა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ექსპერტების მონაწილეობის შეიმუშავა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.