რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მედიკოსები აქციას მართავენ
" რესპუბლიკური ჩვენი სახლია"- ამ ლოზუნგით რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, კლინიკის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს.
როგორც მედიკოსი, ნინო ხაჭაპურიძე განმარტავს, ძალიან უპერსპექტივო და უტოპიურია ექიმების სხვა კლინიკაში გადანაწილება.
"არის იმის შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ და რაც გასაკეთებელია, ის პარალელურად გაკეთდეს. ძალიან უპერსპექტივო და უტოპიურია ექიმების სხვა კლინიკაში გადანაწილება.ის რომ რეაბილიტაცია საჭირო, ეს ცალსახაა", - აღნიშნავს მედიკოსი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.