Jump to content
Planeta.Ge

"ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება - ზუსტად ვიზუალის გამოა დაჭერილი" - ლაზარე გრიგორიადისის მამა


ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებ­დი ჩემ შვილს, რომ ასე­თი ვი­ზუ­ა­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღაც ამ ვი­ზუ­ალს გა­მო­ი­ყე­ნებს. ზუს­ტად ამ ვი­ზუ­ა­ლის გამო არის ბავ­შვი და­ჭე­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის მა­მამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ბექა გრი­გო­რი­ა­დი­სი აცხა­დებს, მისი შვი­ლი არ­ცერ­თი პარ­ტი­ის წევ­რი არ არის.

„რა თქმა უნდა, თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­თხოვ. ორი დღეა ცუ­დად ვარ, მაგ­რამ გავ­მაგრდე­ბი. ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებ­დი ჩემ შვილს, რომ ასე­თი ვი­ზუ­ა­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღაც ამ ვი­ზუ­ალს გა­მო­ი­ყე­ნებს. ზუს­ტად ამ ვი­ზუ­ა­ლის გამო არის ბავ­შვი და­ჭე­რი­ლი. ჩემ შვილ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ მქო­ნია, უბ­რა­ლოდ, კა­ცუ­რად ვა­რი­გებ­დი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ია­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძა­ლა­დობ­და თუ არა ის პო­ლი­ცი­ელ­ზე, ჯერ არ ვი­ცით, ალ­ბათ, დაგ­ვიმ­ტკი­ცე­ბენ. ჩემი შვი­ლი არ­ცერთ პარ­ტი­ა­ში არ იყო. როცა ნა­ხავ­და ტე­ლე­ვი­ზი­ით, რომ რო­ბო­კო­პე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან ხალ­ხის და­სარ­ბე­ვად, იც­ვამ­და და მო­დი­ო­და, ხალ­ხის გვერ­დით დგე­ბო­და. იქ არ იყო მი­სუ­ლი ვი­ღა­ცის და­ძა­ხე­ბით, ნახა, რომ დარ­ბე­ვის ვა­რი­ან­ტი იყო, გა­მო­ვარ­და სახ­ლი­დან და დად­გა რუს­თა­ველ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ბექა გრი­გო­რი­ა­დის­მა.

 

ცნო­ბის­თვის, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის მხარ­და­სა­ჭე­რად აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გრი­გო­რი­ა­დი­სის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ და მის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. აქ­ცი­ა­ზე არ იქ­ნე­ბა სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მონ­ტა­ჟე­ბულ ეკ­რან­ზე აჩ­ვე­ნე­ბენ ფილ­მებს - „და­უს­ჯე­ლი და­ნა­შა­უ­ლი“ და „ქარ­თუ­ლი თუ რუ­სუ­ლი“ ოც­ნე­ბა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი.

ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ედე­ბა ბრა­ლი, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 31 მარტს შე­ე­ფარ­და.

ამბები

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...