ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ილია გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, რომელიც დღეს, 1 აპრილს, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა.
აქციაზე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე. ღონისძიება ევროკავშირის ჰიმნით დასრულდა.
მასალა ახლდება…
აქციის ორგანიზატორი „ევროპული საქართველო“ იყო, თუმცა ღონისძიებას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების გარდა საზოგადოების სხვა ჯგუფებიც ესწრებოდნენ.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან “რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას.
დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ აქციაზე მისულები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ 21 წლის ლაზარეს საჩვენებელი დასჯა გადაწყვიტა, რათა მისი თაობის ადამიანები დააშინოს და პროტესტის სურვილი გაუქროს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.