Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული.

განკარგულების თანახმად, პერსონალური სანქციები დაწესებულია ათი წლის ვადით და ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტებზე ტექნოლოგიებისა და უფლებების გადაცემის აკრძალვას.

იურიდიულ პირებზე სანქციები დაწესებულია ანალოგიური პერიოდის განმავლობაში.

გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ 4 კომპანია : „ელექტრომაშინა“, "სიბპრიბორმაში", ნიჟნელომოვსკის ელექტრომექანიკური ქარხანა და სლავგოროდის რადიოტექნიკის ქარხანა, რომლებსაც სანქციები 5 წლით დაუწესდათ.

ყველა სანქცირებულ კომპანიას ეკრძალება უკრაინის ტერიტორიის გავლით პროდუქციის ტრანზიტი, ქვეყნის ტერიტორიიდან კაპიტალის გატანა და მის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების პრივატიზაცია.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...