Jump to content
Planeta.Ge

მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი 5 აპრილს პეკინში გაემგზავრებიან


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება.

„მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ომის ვითარების შეცვლა ორივე მიმართულებით.

„ჩვენ ვიქნებით პირდაპირები საუბრის დროს და ვიტყვით, რომ როგორი დიდიც არ უნდა იყოს რუსეთთან დაახლოების ცდუნება, ჩინეთმა ეს ზღვარი არ უნდა გადალახოს“,- განაცხადა ერთ-ერთი მაღალი რანგის დიპლომატმა, რომელსაც „როიტერი“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იმყოფებოდა პეკინში. სანჩესი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. ლიდერების საუბრის დეტალები ამ დრომდე მედიისთვის უცნობია.

 


1ტვ


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...