Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - გელა აბულაძისა და აკაკი ბართაიას საქმის განხილვას ჩამოაშორეს კეთილსინდისიერი მოსამართლე, რაც პირდაპირი მინიშნებაა - პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულება სისტემის მორჩილებაში მყოფ მოსამართლეებს ჩააბარონ


 

პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი და გელა აბულაძის უფლებადამცველი ბერდია სიჭინავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:

როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, გელა აბულაძისა და აკაკი ბართაიას საქმის განხილვას ჩამოაშორეს კეთილსინდისიერი მოსამართლე, რაც პირდაპირი მინიშნებაა - პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულება სისტემის მორჩილებაში მყოფ მოსამართლეებს ჩააბარონ. 
 
,,ჩვენი გუნდის პოლიტპატიმრების: გელა აბულაძის, აკაკი ბართაიას და ნოდარ ავდალიანის სისხლის სამართლის საქმეებს არსებითად იხილავდა მოსამართლე დავით მგელიაშვილი.
ვინც მართლმსაჯულების სისტემას ახლოს იცნობს, ყველამ იცის ამ მოსამართლის კეთილსინდისიერება, ჰუმანურობა, დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი.
არსებითი განხილვის ეტაპზე, სწორედ მან გაათავისუფლა პატიმრობიდან გელა აბულაძე და აკაკი ბართაია, რისთვისაც ბატონ დავითს საჯაროდ ვუხდი მადლობას.
ისე, რომ ამ საქმეების განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, ვიგებთ, რომ მათ განხილვას ჩამოაშორეს მოსამართლე და სხვა კატეგორიის საქმეებზე გადაიყვანეს, ამ საქმეების განხილვა და ყველა მტკიცებულების გამოკვლევა კი ხელახლა უნდა დაიწყოს.
აღნიშნული ფაქტი პირდაპირ მიანიშნებს სასამართლოში “გავლენის ჯგუფების” გააქტიურებულ მოქმედებებზე, მაქსიმალურად შეავიწროვონ ყველა დამოუკიდებელი მოსამართლე და პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულება სისტემის მორჩილებაში მყოფ მოსამართლეებს ჩააბარონ.", - წერს სიჭინავა. 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...