Jump to content
Planeta.Ge

უპირობო სოლიდარობა ლაზარე გრიგორიადისის! - მაისის სტუდენტური მოძრაობა


მაისის სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და ლაზარე გრიგორიადისის სოლიდარობას უცხადებს.

„სისტემამ საპოლიციო დევნის მანქანა აამუშავა. ჯერ, აქციის მონაწილეებს ქუჩაში სასტიკად გაუსწორდა რობოკოპებით. შემდეგ, მათი სახალხოდ დასჯა გადაწყვიტა საკუთარი საცეცებით, პოლიციითა და სასამართლოთი.

ბრჭყალები ჯერ სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციის უსამართლოდ შესვლით გამოაჩინეს და ლაზარეს დაკავებით გააგრძელეს. დევნა ჯერ არ დასრულებულა! გისოსებს მიღმა შესაძლებელია, სხვებმაც ამოვყოთ თავი!

ლაზარე რიგითი ჩვენგანია. მიეკუთვნება იმ ახალგაზრდათა ნაწილს, რომელმაც აკადემიური წელი აიღო, უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა, მაგრამ შრომა არ შეუწყვეტია. მუშაობა დაიწყო იმისთვის, რომ საკუთარი ფინანსური სახსრები ჰქონოდა. ის ნაწილია ქვეყნის უმრავლესობის, მშრომელი ხალხის, რომელიც ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვის.

დღეს მთავრობას საკუთარი უზნეო და უსირცხვილო განცხადებებით სურს, ის საპირისპიროდ დაგვანახოს, ჩირქი მოსცხოს მას ყალბი და გაცვეთილი პოპულიზმით. ცდილობენ, მაგრამ ვერ შეძლებენ!

ჩვენი უპირობო სოლიდარობა ლაზარეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეეწინააღმდეგა და ახლაც მედგრად იბრძვის არსებული მჩაგვრელი და უთანასწორობის მომტანი სისტემის წინააღმდეგ!

თუკი ეცდებით ერთი ჩვენგანის დასჯას, მიიღებთ ჩვენგან ათასს!

ლაზარე თავისუფალი უნდა იყოს! ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ არსებული უსამართლობის და უთანასწორობის წინააღმდეგ, ხალხში იმედის გასაჩენად!” – ვკითხულობთ განცხადებაში.


ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო” იყო.

დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

„ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – პროცესზე ბრალთან დაკავშირებით ლაზარე გრიგორიადისიმ განაცხადა მხოლოდ ეს.

პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...